loader

ფეროშენადნობთა ქარხანაში, სახურავიდან საამქროს თანამშრომელი გადმოვარდა - 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეროშენადნობთა ქარხანაში, სახურავიდან საამქროს თანამშრომელი გადმოვარდა - 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს 55 წლის თანამშრომელი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია. საამქროს თანამშრომელი ჭერის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.