loader

მეტროსადგურ "დიდუბეში" მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, რის გამოც მოძრაობა შეჩერებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტროსადგურ "დიდუბეში" მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, რის გამოც მოძრაობა შეჩერებულია

მეტროსადგურ "დიდუბეში" მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს, მატარებელი მამაკაცს დაეჯახა.

"დიდუბე-გოცირიძის ღია მონაკვეთზე, აკრძალულ ზონაში, მოძრაობდა, სავარაუდოდ, შუა ხნის მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ მემანქანემ დროულად დაამუხრუჭა, მაინც მოხდა დაჯახება. ველოდები პასუხს აღნიშნული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადეს თბილისის მეტროპოლიტენში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზეა სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა, რომელიც დაშავებულს პირველად დახმარებას უწევს.

იხილეთ ასევე:


მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ "დიდუბეში" ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა