loader

მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ "დიდუბეში" ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ "დიდუბეში" ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ "დიდუბეში" ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა. ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

თვითმხილველების თქმით კი, მას შემდეგ, რაც მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა, სამართალდამცველებს დახმარების თხოვნით მიმართეს, რომლებმაც თავის მხრივ, საქმის კურსში შესაბამისი სამსახურები ჩააყენეს, თუმცა მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა.

ამასთან, როგორც სააგენტოსთან საუბარში თბილისის მეტროპოლიტენში აღნიშნეს, მამაკაცი აკრძალულ ზონაში იმყოფებოდა.

"დიდუბე-გოცირიძის ღია მონაკვეთზე, აკრძალულ ზონაში, მოძრაობდა, სავარაუდოდ, შუახნის მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ მემანქანემ დროულად დაამუხრუჭა, მაინც მოხდა დაჯახება", - განაცხადეს თბილისის მეტროპოლიტენში.


ავტორი: მირანდა ბაღათურია