loader

უბედური შემთხვევა გლდანში - მოზარდს მამის ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა და ოჯახში სტუმრად მყოფი 26 წლის გოგო გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბედური შემთხვევა გლდანში - მოზარდს მამის ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა და ოჯახში სტუმრად მყოფი 26 წლის გოგო გარდაიცვალა

გლდანში, მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გასროლა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი მამის კუთვნილ იარაღს ათამაშებდა.

დაღუპული 26 წლის გოგოა, რომელიც აღნიშნული ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.