loader

სპეცოპერაცია ისანში: გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია ისანში: გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია

სამართალდამცველებმა ისანში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები ნავთლუღის ქუჩაზე, ავტომობილში დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ისანში სპეცოპერაცია ნამდვილად ჩატარდა, თუმცა მიზეზებზე კომენტარს დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთებენ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ერთ-ერთ მოქალაქეს 10 ათას დოლარს სძალავდა.