loader

გუდაურში დაშავებული უკრაინელი და შვედი ტურისტები ღუდუშაურის კლინიკაში შეიყვანეს - თბილისში სხვა დაშავებულებსაც გადმოიყვანენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუდაურში დაშავებული უკრაინელი და შვედი ტურისტები ღუდუშაურის კლინიკაში შეიყვანეს - თბილისში სხვა დაშავებულებსაც გადმოიყვანენ

საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ გუდაურში დაშავებული ორი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა.

როგორც ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, როგორც თბილისში გადმოყვანილი პაციენტების, ასევე გზაში მყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სოფრომაძის თქმით, ღუდუშაურში გადმოყვანილ უკრაინელ ქალბატონს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. "ორი პაციენტი უკვე ღუდუშაურის კლინიკაშია. დანარჩენი კი გზაშია და მოემართებიან თბილისისკენ. მათგან 4 მოთავსდება ღუდუშაურის კლინიკაში, ხოლო ერთი, შვედეთის მოქალაქე, ორსული ქალბატონი - "მედიქლაბში". უკვე ჩამოყვანილი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკრაინის მოქალაქე ქალბატონს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა. ხოლო მეორე ტურისტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი სიმძიმისაა. ზედმეტი პანიკის საფუძველი არ არის და არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორსული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.


იხილეთ ასევე:

"ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება" - დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურის ინციდენტზე

რა გახდა გუდაურში მომხდარი შემთხვევის მიზეზი? - ფაქტზე გამოძიება დაიწყო

კადრებში ჩანს, როგორ ჩამოცვივდა ხალხი საბაგიროს ავარიულად გაჩერების დროს