loader

როგორია გუდაურში დაშავებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია გუდაურში დაშავებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გუდაურში დაშავებული შვედეთის მოქალაქის მოსანახულებლად "მედიქლაბ ჯორჯიაში" ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა, "მედიქლაბ ჯორჯიას" სამედიცინო დირექტორის, გიორგი გოცაძის ინფორმაციით, შვედეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ორსულობის მხრივ ამ ეტაპისთვის არანაირი პრობლემა არაა. გოცაძემ პაციენტის დაზიანებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ხერხემლის ბლაგვი ტრავმა აქვს.

შეგახსენებთ, გუდაურში,16 მარტს სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ, სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის ორსული ქალბატონია, რომელიც შვედეთის მოქალაქეა. ის ამჟამად "მედიქლაბში" მკურნალობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


იხილეთ ასევე:

გუდაურში, დაზიანებული საბაგირო მონაკვეთის გარდა, ყველა სათხილამურო ტრასა მოქმედებს - ნახეთ, რა ხდება ამჟამად კურორტზე

რა გახდა გუდაურში მომხდარი შემთხვევის მიზეზი? - ფაქტზე გამოძიება დაიწყო