loader

ავარია ზეტაფონში: მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია ზეტაფონში: მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ზესტაფონში სამგზავრო მიკროავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა. გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია. მისი მდგომარება შედარებით მძიმე იყო. გარდაცვლილის მეუღლე, რომელიც მიკროავტობუსში იმყოფებოდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მას ფეხი აქვს მოტეხილი.

ზესტაფონში მატარებელი ავტობუსს 16 მარტს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ის ლიანდაგზე გადავიდა, რა დროსად მატარებელი დაეჯახა. ზესტაფონის ორ კლინიკაში სულ 8 მგზავრი მოათავსეს, რომელთაგან სამი უკვე გაწერეს, დანარჩენები კი მკურნალობას ამ დრომდე გადიან.