loader

"მწყემსი ტაბურეტკით უცემიათ, ერთს იარაღი მიუშვერია, აღიარე, თორემ გესვრიო" - გურჯაანში ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მწყემსი ტაბურეტკით უცემიათ, ერთს იარაღი მიუშვერია, აღიარე, თორემ გესვრიო" - გურჯაანში ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც მალხაზ ამონაშვილმა განაცხადა, გვიან ღამით მათ კუთვნილ ფერმაში სამართალდამცველები შეიჭრნენ და მწყემსს სცემეს. პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს ალექსი ტარასჩენკოვი და შესაბამის სამსახურებს მომხდარ ფაქტზე დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საპოლიციო კონტროლი არ განხორციელებულა და ამონაშვილების კუთვნილ ფერმაში პოლიციელები არ ყოფილან.