loader

რატომ შეაჩერა საქართველომ თურქეთიდან კარტოფილის იმპორტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ შეაჩერა საქართველომ თურქეთიდან კარტოფილის იმპორტი?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 თვის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. ამის შესახებ განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი საქართველოში კარტოფილის კიბოს გავრცელების თავიდან აცილებაა.

ცნობისთვის, კარტოფილის კიბო კარტოფილის ყველაზე სერიოზულ და საშინელ ავადმყოფობად მიიჩნევა, რომელიც პირველად უნგრეთში დააფიქსირეს. ამჟამად კი იგი ევროპაში, იაპონიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე, სამხრეთ აფრიკაში გვხვდება.