loader

"ჩვენ დღეს ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილის მშობლებთან ერთად" - კახა კალაძემ მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ დღეს ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილის მშობლებთან ერთად" - კახა კალაძემ მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

ტრაგედიაა, როცა ომს ეწირებიან გმირები და კატასტროფაა, როცა მშვიდობიან პერიოდში გიკლავენ შვილს, მამას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა.

კალაძემ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და მთავრობის წევრებთან ერთად გარდაცვლილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო.

"2 დღის წინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოასვენეს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ტრაგედიაა, როცა ომს ეწირებიან გმირები და კატასტროფაა, როცა მშვიდობიან პერიოდში გიკლავენ შვილს, მამას. ჩვენ დღეს ვგლოვობთ მის მშობლებთან, მის მეგობრებთან ერთად. არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას!" - განაცხადა კალაძემ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ვინც ცხედარი ნახა, ამბობენ, რომ სასტიკად ნაწამებია - რა არის ცნობილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე

"სულით ხორცამდე ვარ შეძრული" - გიგა ოთხოზორიას ოჯახი ტატუნაშვილებთან სამძიმარზე მისვლას გეგმავს