loader

ემოციური კადრები - არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები - არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა

გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს. სოფელ წილკანში, სამძიმარზე გიგა ოთხოზორიას მშობლები, ასევე, ოთხოზორიას მეუღლე იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზად დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიბეზე დაცემა დაასახელა.


ასევე დაგაინტერესებთ:

ემოციური კადრები: წილკნელი მოსწავლეები არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდზე მივიდნენ

"ჩვენ დღეს ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილის მშობლებთან ერთად" - კახა კალაძემ მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

მძიმე კადრები - ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს