loader

"ქართული მარშის" წევრებს ბრალი დაუმძიმდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული მარშის" წევრებს ბრალი დაუმძიმდათ

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის გამო დაკავებულ "ქართული მარშის" წევრებს ბრალი დაუმძიმდათ. ხუთივე დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. სამივე მუხლი სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებს.

ერთ-ერთ დაკავებულ გიორგი ონიანს კი გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის გარდა, ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებსაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს. დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფები მშვიდობიან აქციას მართავდნენ.

"ქართული მარშის" წევრები "რუსთავი 2"-ს თავს დაესხნენ. ისინი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გადაცემა "პ.ს"-ში საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.