loader

თბილისში დღეს ყვითელი წვიმაა მოსალოდნელი - რას გვირჩევენ სინოპტიკოსები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში დღეს ყვითელი წვიმაა მოსალოდნელი - რას გვირჩევენ სინოპტიკოსები

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ცის ყვითელი შეფერილობა სამხრეთიდან ჰაერის ნაკადით წამოსულ ქვიშას უკავშირდება. ამის შესახებ ნიორაძემ "პალიტრავიდეოს" განუცხადა.

"ცის ყვითელი ფერი არაფერს მოულოდნელს არ უკავშირდება. დღეს თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ცა ოდნავ ყვითლად არის შეფერილი. განსაკუთრებული არაფერი ხდება. სავარაუდოდ, სამხრეთის რეგიონიდან ჰაერის ნაკადმა ქვიშა წამოიღო და ჰაერში ახლა ყვითელი ფერის ქვიშაა, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია ცის ყვითელი შეფერილობა. საშიში არაფერია", - განაცხადა ნიორაძემ.


ავტორი: თიკო გურაშვილი