loader

"წადი, შე მასხარა... ტენდერებისჭამია" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება თელავის საკრებულოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წადი, შე მასხარა... ტენდერებისჭამია" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება თელავის საკრებულოში


თელავის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ბაადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირება საპატრულო პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას საკრებულოს სხდომა დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, რომ თელავის საკრებულოს სხდომაზე სიტუაცია რამდენიმე საათის წინ დაიძაბა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. დილიდან საკრებულოს სხდომას სოფელ რუისპირის და იყალთოს მოსახლეობა ესწრებოდა. ადგილობრივები საკრებულოს დღის წესრიგის შეცვლას და პირველ საკითხად გაყიდული საძოვრების საკითხის გატანას ითხოვდნენ.


ავტორი: ნათია წითელაური


ასევე დაგაინტერესებთ:

ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები ერთმანეთს გაუსწორდნენ