loader

"გმირები მუდამ ცოცხლობენ" - საქართველო-ლიტვის საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გმირები მუდამ ცოცხლობენ" - საქართველო-ლიტვის საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვდებიან.

ორივე ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სტადიონის ტრიბუნაზე ასევე გამოკრული იყო პლაკატი წარწერით: "გმირები მუდამ ცოცხლობენ – არჩილ ტატუნაშვილი".

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.



ასევე დაგაინტერესებთ:

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

დოდო გუგეშაშვილის კომენტარი არჩილ ტატუნაშვილის სამძიმარზე

ემოციური კადრები - არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა