loader

ზუგდიდში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს - ჩვილი ბოძზე პოლიეთილენის პარკით იყო ჩამოკიდებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს - ჩვილი ბოძზე პოლიეთილენის პარკით იყო ჩამოკიდებული

ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.
ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, კლინიკაში ჩვილი გუშინ დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ორჟონიას თქმით, ჩვილს დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სისხლში ჟანგბადის დეფიციტი ჰქონდა.

შს სამინისტროში გამოძიება სს კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კადრებს "რუსთავი2 " ავრცელებს.