loader

პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახვა ქუთაისში აქციით გააპროტესტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახვა ქუთაისში აქციით გააპროტესტეს

"არა ქართველი ხალხის ეროვნულ და რელიგიურ დისკრიმინაციას", "წმინდა თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს", - ამ ლოზუნგებით ქუთაისში, ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გააპროტესტეს.

სასულიერო პირები, პედაგოგები და სტუდენტები პარლამენტთან შეიკრიბნენ და რელიგიური გრძნობების დაცვა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა კომპანია "აიისას" მიერ პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახულების დატანა შეურაცხყოფად მიიჩნიეს და რელიგიური გრძნობების საკანონმდებლო დონეზე დაცვა მოითხოვეს.
აქციას შეუერთდნენ პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი