loader

პეკინს იდუმალი სტუმარი ეწვია: კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაემგზავრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეკინს იდუმალი სტუმარი ეწვია: კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაემგზავრა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთში ვიზიტით ჩავიდა, - ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთანავე, იაპონური სააგენტო Kyodo-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი, სავარაუდოდ, ქვეყნის ხელმძღვანელობის მაღალი წარმომადგენელი, ჩინეთის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფება, სადაც ორშაბათს მატარებლით ჩავიდა. გადაადგილების სწორედ ამ საშუალების გამოყენებას ამჯობინებდა ჩრდილოეთ კორეის ამჟამინდელი ლიდერის მამა, რომელიც არაერთხელ იმყოფებოდა ჩინეთში.

ჩრდილოეთ კორეის მედიას მიმდინარე ვიზიტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. Kyodo-ს წყაროს თანახმად, ვიზიტის მთავარი მიზანი ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა, ვინაიდან ბოლო დროს პეკინის მხრიდან გაძლიერებული სანქციების ფონზე ეს ურთიერთობა გაუარესდა. სანქციები, თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული პროგრამის განვითარებამ გამოიწვია.

გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნების შესაბამისად, ჩინეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა სანქციები და შეამცირა სავაჭრო ურთიერთობების მოცულობა ჩრდილოეთ კორეასთან.