loader

ევკალიპტის ასწლოვანი ხე, რომლის ყიდვასაც ივანიშვილი გეგმავდა, აუქციონზე 20 020 ლარად გაიყიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევკალიპტის ასწლოვანი ხე, რომლის ყიდვასაც ივანიშვილი გეგმავდა, აუქციონზე 20 020 ლარად გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, 20 020 ლარად გაიყიდა.

აღნიშნულ აუქციონში "დმანისის გადარჩენის ფონდმა" გაიმარჯვა. მონაწილეობას კიდევ ერთი პრეტენდენტი იღებდა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.

ფონდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ტენდერით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, რომელსაც ასწლოვანი ხის შესყიდვა სურდა, რომელიც მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მომავალშიც აპირებენ, მსგავს აუქციონსა და ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა, რათა ხელი შეუშალონ ქვეყანაში უკანონო გასხვისებებს, რაც, მათივე შეფასებით, ქვეყნის მცხოვრებთათვის ზარალის მომტანია.