loader

დაუბრუნდა თუ არა მხედველობა ბავშვს, რომელზეც ლიფტში იძალადეს - ექიმის კომენტარი მოზარდის მდგომარეობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაუბრუნდა თუ არა მხედველობა ბავშვს, რომელზეც ლიფტში იძალადეს - ექიმის კომენტარი მოზარდის მდგომარეობაზე

ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებულ 13 წლის მოზარდს მხედველობა დაუბრუნდა, - ამის შესახებ დაშავებული ბავშვის ოჯახის წევრებმა განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ბავშვს იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია და მკურნალობას ექვემდებარება.

13 წლის მოზარდი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. მასთან დედა და დეიდა იმყოფებიან. ბიჭს მრავლობითი დაზიანებები ძირითადად სახის არეში აღენიშნება. ასევე ცნობილია, რომ მოზარდი კონტაქტურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გუშინ თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის მოქალაქე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.