loader

რა ხდებოდა სასამართლოში, როცა ზურაბ ბაქრაძე გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა - კადრები უკომენტაროდ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა სასამართლოში, როცა ზურაბ ბაქრაძე გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა - კადრები უკომენტაროდ

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სხდომათა დარბაზიდან 5-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა ბაქრაძის ადვოკატმა დააყენა. პროკურატურა ბრალდებულ ზაზა ბაქრაძისათვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე, ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.


ასევე დაგაინტერესებთ:

"თავს ვგრძნობ დამნაშავედ, ვინანიებ" - კადრები რობაქიძის საქმის სასამართლო პროცესიდან, რომელზეც მთავარმა მოწმემ ბრალი სრულად აღიარა

ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა: გურამ დონაძესა და ია მეტრეველს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, სოსო რობაქიძეს კი, დარბაზი დაატოვებინეს

"მშობელი მანიპულირებს შვილის სიკვდილით" - ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე

"იცი, ვინ მოგიკლა შვილი? მოგცემ იარაღს და ესროლე... ნეტა რამის თავი გქონდეს" - სიტყვიერი დაპირისპირება ირაკლი ოქრუაშვილსა და სოსო რობაქიძეს შორის

"ბოდიშს ვუხდი მათ ოჯახს" - კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ბუტა რობაქიძის საქმეზე