loader

ქვეყნები, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქვეყნები, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს

გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და საქართველოს დატოვება 7 დღის ვადაში მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც ლონდონი ამტკიცებს, მოწამვლაში მონაწილეობდა მოსკოვი.

ორშაბათს ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ასევე, აშშ-მა, კანადამ, ნორვეგიამ, უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა, სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის გამო რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. მოგვიანებით, რუსი დიპლომატების ნატო-დან გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღეს. დიდი ბრიტანეთი პირველი იყო, სადაც ეს ნაბიჯი გადადგეს.