loader

"პატრიარქის მაგინებელი ადამიანი ხდება საზმაუს ბორდის წევრი" - გედევან ფოფხაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატრიარქის მაგინებელი ადამიანი ხდება საზმაუს ბორდის წევრი" - გედევან ფოფხაძე

თუ "ქართული ოცნება" თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობას, "ქართულ ოცნებას" და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. დეპუტატმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მიუღებელია.
"მიმაჩნია, რომ ეს ჯერ საპროცედურო კომიტეტის განხილვის საგანი გახდება. მე ამას გპირდებით, გაირკვევა, 55 ხმიდან იმყოფებოდა თუ არა ყველა ხმის მიმცემი დარბაზში. თუ ასე დადასტურდება, შემიძლია ვუთხრა საზოგადოებას, რომ არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქის და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი იყოს მაუწყებლის ბორდის წევრი, პრინციპულად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს არის წახალისება რეაქციული ჯგუფების, რომლების ცხოვრების წესიც სხვა ადამიანების გინებაა. ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის, იმ ადამიანებს ჩვენი შემადგენლობიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამას", – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.