loader

"დილით გაგვაღვიძა ხმამ, შველას ითხოვდნენ" - თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილით გაგვაღვიძა ხმამ, შველას ითხოვდნენ" - თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

წინასწარი ინფორმაციით, კიევის ქუჩაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა იყო, - ამის შესახებ კიევის ქუჩაზე ჟურნალისტებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი იორდანიის მოქალაქეა.

"კიევის ქუჩის 3 ნომერში სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჰოსტელად გადაკეთებულ სახლში ხანძარი დაახლოებით 09:00 საათზე დაფიქსირდა. ის უცხოეთის მოქალაქეებზე იყო გაქირავებული. სამწუხაროდ, გარდაიცვალა იორდანიის მოქალაქე. ერთი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. ქალაქის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ცოტა ხანში მუშაობას კრიმინალური სამსახური დაიწყებს და გვეცოდინება, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზები. წინასწარი ინფორმაციით, უფრო ჩანს, რომ ეს იყო დაუდევრობა", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

როგორც ჟურნალისტებს მეზობლებმა განუცხადეს, დილით ტურისტების ხმამ გააღვიძათ, რომლებიც შველას ითხოვდნენ.


ავტორი: მეგი ნარსავიძე