loader

გუნდი უნდა გავაძლიეროთ და გარკვეული თამაშის წესები შემოვიღოთ, რომლებსაც ყველა მიჰყვება - რა გეგმა აქვს უმრავლესობას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუნდი უნდა გავაძლიეროთ და გარკვეული თამაშის წესები შემოვიღოთ, რომლებსაც ყველა მიჰყვება - რა გეგმა აქვს უმრავლესობას?

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლის წინაპირობა არ არსებობს. მისივე თქმით, გუნდში დაპირისპირებაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა.

"გუნდში დაპირისპირებაზე ლაპარაკი არათუ ნაადრევია, არამედ უსაფუძვლოა. თუ საზოგადოების თვალსაწიერში გამოვიტანეთ განსხვავებული პოზიციები, ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, კორექტულობის საზღვრები არსებობს, რაზედაც მყარად უნდა შევთანხმდეთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრა ისრაელიდან უმრავლესობის დელეგაციის დაბრუნების შემდეგ დაიგეგმება.


იხილეთ ასევე:

დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში": ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობიდან "გასარიცხი დეპუტატები" დაასახელა