loader

ბუდას ქანდაკებებში გადამალული 9 კილო "ჰაშიში" - ნარკორეალიზატორს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუდას ქანდაკებებში გადამალული 9 კილო "ჰაშიში" - ნარკორეალიზატორს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის გამო დაკავებულ ახალგაზრდას ბრალს დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო 26 წლის მამაკაცისთვის უკვე აღმკვეთი ღონისძიების საკითხს გადაწყვეტს. დაკავებულის დაკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. დაკავებული დაკითხვის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

პოლიციამ ნეპალიდან გერმანიის გავლით გამოგზავნილი 9 კილო ჰაშიში, რომელიც დაახლოებით მილიონი ლარის ღირებულებისაა, ბუდას ბიუსტებში აღმოაჩინა.