loader

"როგორ იკადრა, რომ შვილებს დედის სიკვდილი აყურებინა, არ ვაპატიებ" - ბარნოვზე მოკლული გოგოს ოჯახი კონფლიქტის დეტალებზე და მკვლელის წარულზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ იკადრა, რომ შვილებს დედის სიკვდილი აყურებინა, არ ვაპატიებ" - ბარნოვზე მოკლული გოგოს ოჯახი კონფლიქტის დეტალებზე და მკვლელის წარულზე საუბრობს

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლულ ახალგაზრდა ქალს კახეთში გადაასვენებენ. თაკო გამრეკელაშვილის ცხედარს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში დაკრძალავენ.მოკლულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი დედამისის ყოფილი მეუღლე ვეფხია ბაქრაძეა, რომელმაც ახალგაზრდა ქალი შურისძიების ნიადაგზე მოკლა.მათივე თქმით, კაცი ყოფილ ცოლზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა. მან საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა, სადაც სწორედ ცოლის ცემის გამო მოხვდა. ოჯახი პოლიციის მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს. მათი თქმით, სამართალდამცავებმა კაცს შემაკავებელი ორდერი რამდენჯერმე გამოუწერეს, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. 25 წლის გოგო გუშინ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.



ასევე დაგაინტერესებთ:


ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვალი დაკავებულია - შსს საქმის დეტალებს ავრცელებს

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვალი, დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო

უახლესი ინფორმაცია ბარნოვზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე - "შიგნით, რომ შევედით საშინელება ხდებოდა"