loader

პრეზიდენტის საგანგებო განცხადება 25 წლის ქალის მკვლელის შეწყალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის საგანგებო განცხადება 25 წლის ქალის მკვლელის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. აღნიშნულის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი.

ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა შაბათს თელეთში დააკავეს.



იხილეთ ასევე:


ყველაფერი, რაც 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შესახებ არის ცნობილი

"30 მარტს მოვუწერე ხელი ქორწინებაზე, იძულებით" - ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის დედა