loader

გინება და გაწევ-გამოწევა ბერი გაბრიელის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა საბავშვო ბაღის ნგრევას აპროტესტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გინება და გაწევ-გამოწევა ბერი გაბრიელის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა საბავშვო ბაღის ნგრევას აპროტესტებს

თბილისში, ისნის რაიონში მდებარე N109-ე ბაგა-ბაღის დახურვას ადგილობრივები აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, არადამაჯერებელია არგუმენტი, რომ ბაგა-ბაღის შენობა ავარიულია და ამიტომ უნდა დაიხუროს.
აქციის მონაწილეები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებიან ბაგა-ბაღის პედაგოგები, აღმზრდელები, მშობლები, ასევე თბილისის საკრებულოს „ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.
ისნის რაიონში მდებარე N109-ე ბაგა-ბაღი ავარიულობის გამო ხვალიდან დაიხურება. გადაწყვეტილება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მიიღეს. ბაგა-ბაღში 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში N128, N16, და N215 ბაღებში გადანაწილდებიან.

ასევე იხილეთ: რა ხდება ბერი გაბრიელის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა საბავშვო ბაღის ნგრევას აპროტესტებს