loader

საგანგებო ბრიფინგი შსს-ში - საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგებო ბრიფინგი შსს-ში - საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული

საბერძნეთის პოლიციამ, ფრანგ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის შედეგად, სალონიკში „ქართული მაფიის“ 14 წევრი დააკავა, - ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა voria.gr წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფება მთელ ევროპაში მოქმედებდა. მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ყაჩაღობა და სახლების ძარცვა წარმოადგენდა. მხოლოდ სალონიკის სხვადასხვა რაიონში დაჯგუფების წევრებმა რამდენიმე ათეული ძარცვისა და ყაჩაღობის ფაქტი ჩაიდინეს. ანალოგიური ოპერაცია საფრანგეთშიც ტარდება.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის „ქართული მაფიის“ ხელმძღვანელიცაა, რომელსაც ტელეარხი Alpha „ევროპის ესკობარად“ მოიხსენიებს. მასზე ძებნა ესპანეთსა და საფრანგეთს აქვთ გამოცხადებული, საბერძნეთში კი ის საფრანგეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს. გამოცემა Enikos-ის ინფორმაციით, 57 წლის დაკავებულის ინიციალებია - ლ.შ.


იხილეთ:


საფრანგეთში კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ" დააკავეს