loader

თბილისსა და კახეთში კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავეს, რომლებიც ევროპაში მყოფი "კანონიერი ქურდებისგან" დავალებებს იღებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისსა და კახეთში კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავეს, რომლებიც ევროპაში მყოფი "კანონიერი ქურდებისგან" დავალებებს იღებდნენ

თბილისსა და კახეთში ერთდროულად კრიმინალური სამყაროს 3 წევრია დაკავებული, რომლებსაც აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელა.