loader

ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების 83 მონაწილე დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების 83 მონაწილე დააკავა

ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების 83 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტის" პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ედგარ ჯანოიანმა განუცხადა.

"ამ მომენტისთვის პოლიციაში გადაყვანილია 83 ადამიანი", - განაცხადა ჯანოიანმა.

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს მომხრეებს მოუწოდა, ერევანში მოძრაობის პარალიზება მოახდინონ.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ "ხავერდოვან რევოლუციას" იწყებს.

გუშინ ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტის სხდომის ჩაშლას შეეცადა, რა დროსაც 123 ადამიანი დააკავეს.