loader

ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გლდანის აგრარულ ბაზრებში - მავნე პროდუქტი დაილუქა და განადგურდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გლდანის აგრარულ ბაზრებში - მავნე პროდუქტი დაილუქა და განადგურდება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 200 კგ-ზე მეტი მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის იმპორტირებული ხორცი დალუქა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გლდანის აგრარული ბაზრების შპს "მერკადოს" და შპს "სუზალას" ხორცის სარეალიზაციო პავილიონები შეამოწმეს.

შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მავნე სურსათი კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. გარდა ამისა, შპს მერკადოს ხორცის სარეალიზაციო პავილიონს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.