loader

"მამაკაცი ზევით აისროლა დარტყმამ, მძღოლი ვერ დავინახე" - თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამაკაცი ზევით აისროლა დარტყმამ, მძღოლი ვერ დავინახე" - თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ 20 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, თეთრი ფერის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი საავტომობილო გზაზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

"არმისული ჯავის ქუჩის ასახვევთან მოხდა ეს შემთხვევა. ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი, როცა დავინახე, რომ მამაკაცი ზევით აისროლა დარტყმამ. მძღოლი ვერ დავინახე, მხოლოდ თეთრ მანქანას მოვკარი თვალი, არ გააჩერა, წავიდაო, სხვები ამბობდნენ" - გვიყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი საპატრულო პოლიციის მიერ დადგენილია და მოხდა მისი გამოკითხვა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ექსპერტიზები.


წყარო: