loader

"ბედისწერას ვერ გაექცევიო"- რას ამბობს მე-10 კლასის მოსწავლის დედა, რომელსაც ბათუმში მე-5 დღეა ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბედისწერას ვერ გაექცევიო"- რას ამბობს მე-10 კლასის მოსწავლის დედა, რომელსაც ბათუმში მე-5 დღეა ეძებენ

ბათუმში, ე.წ. ბარცხანის დასახლებაში, მეხუთე დღეა მე-10 კლასის მოსწავლეს ეძებენ. როგორც გაუჩინარებული გოგონას დედამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ოჯახმა სამართალდამცველებს მიმართა.
"ჩემს შვილს მეხუთე დღეა ვეძებთ. სახლიდან რომ გავიდა, "ფეისბუქი" ჩართული დარჩა, სადაც საშინელი ვიდეომასალები ჰქონდა. არანაირი ძალადობა მასზე ოჯახის მხრიდან არ ყოფილა. არ ვიცი, სად ვეძებო. მივმართეთ სამართალდამცველებს და მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს გაუჩინარებული მოზარდის დედა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.