loader

ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია - რას ჰპირდება მერია დაზარალებულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია - რას ჰპირდება მერია დაზარალებულებს

ბათუმში, ბაქოს ქუჩის #46-ში ხანძარი ლოკალიზებულია. სავარაუდოდ, სამზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ორი სახლის მეპატრონეები გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ერთმა მეხანძრემ ინტოქსიკაცია მიიღო, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფება ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაზარალებული ოჯახების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

ბათუმში, ბაქოს ქუჩის #46-ში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. დაიწვა სავარაუდოდ სამზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

ასევე იხილეთ: უახლესი კადრები ბათუმიდან - რა ხდება სასტუმრო "ლეოგრანდთან", სადაც ძლიერი ხანძარია

პირდაპირი ეთერი ბათუმიდან, სადაც სასტუმრო "ლეოგრანდთან" ძლიერი ხანძარია

ძლიერი ხანძარი ბათუმში - სასტუმრო "ლეოგრანდთან" საცხოვრებელი სახლები იწვის