loader

შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით გურჯაანში სლოტ-კლუბის დაცვის თანამშრომლები დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით გურჯაანში სლოტ-კლუბის დაცვის თანამშრომლები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 1993 წელს დაბადებული შ.ე. და 1995 წელს დაბადებული დ. ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ გურჯაანში, ერთ-ერთი სლოტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე კლუბის დაცვის თანამშრომლებს - შ.ე.-სა და დ.ა.-ს 1989 წელს დაბადებულ ვ.მ.-სთან და 2 თანხმლებ პირთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

მათივე ცნობით, კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულებმა ვ.მ- ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო. ამ დროისთვის ვ.მ.-ს თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ინტენსიური მკურნალობა უტარდება.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.