loader

ხონში 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 41,63% - 54-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხონში 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 41,63% - 54-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია

ხონში, 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 9 613-მა ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 41,63%-ია. ამის შესახებ პირველ არხს 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი გორდაძემ განაცხადა.მისი თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც გორდაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა. ხონში, არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები.ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.