loader

წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი.
არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პარტია "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, "ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟრიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.