loader

რას ჰყვებიან ადგილობრივები შსს-ს საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი აფეთქების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვებიან ადგილობრივები შსს-ს საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი აფეთქების შესახებ

კრწანისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამისი ამკრძალავი ნიშნებია განთავსებული, სადაც გადასვლა აკრძალულია და ტერიტორია დანაღმულია, თუმცა სავარაუდოდ მოქალაქეები აღნიშნულ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ში არ აკონკრეტებენ, დაშავებულები პოლიციელები არიან თუ რიგითი მოქალაქეები. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აფეთქება სწავლების დროს მოხდა და დაშავებულები არიან პოლიციელები.
ასევე იხილეთ: აფეთქება კრწანისში, შსს-ს საწვრთნელ ბაზაზე - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან