loader

"კვერცხები აღარ დაგრჩათ?" - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "თანასწორობის მოძრაობის" წევრებს კვერცხები ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კვერცხები აღარ დაგრჩათ?" - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "თანასწორობის მოძრაობის" წევრებს კვერცხები ესროლეს

პარლამენტის შენობის წინ "თანასწორობის მოძრაობის" და მათი მხარდამჭერების აქცია ინციდენტით დაიწყო. "თანასწორობის მოძრაობის" მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადების გაპროტესტების მიზნით შეიკრიბნენ. მათი განმარტებით, კილაძის განცხადებიდან ჩანს, რომ კომიტეტი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღნიშვნას აღარ აპირებს იმის მიუხედავად, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში იყო გათვალისწინებული.

პარლამენტის შენობასთან ასევე შეიკრიბნენ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც 17 მაისის აღნიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ შორის პარლამენტთან იმყოფებიან გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათი თანამოაზრეები.

მათ "თანასწორობის მოძრაობის" წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს და განაცხადეს, რომ 17 მაისს, როგორ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას არ დაუშვებენ.

"თანასწორობის მოძრაობის" წევრები სოფიო კილაძის გადადგომას ითხოვენ.
ავტორი: მეგი ნარსავიძე