loader

ივანიშვილი, კვირიკაშვილი, კობახიძე -"ქართული ოცნების" ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილი, კვირიკაშვილი, კობახიძე -"ქართული ოცნების" ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭო 15 წევრით დაკომპლექტდა. პოლიტსაბჭოს სიაში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა ასეთია: "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე, პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე - "საპარტნიორო ფონდის" თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა.

პარტია "ქართული ოცნების" ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.