loader

"ჩამომხრჩვალი" და ცხვირ-პირ ახვეული ადამიანები რუსთაველზე - რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩამომხრჩვალი" და ცხვირ-პირ ახვეული ადამიანები რუსთაველზე - რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე

პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე ფეხით მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, დარეგულირდეს შრომითი უფლებები, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ღირსეულ პირობებში მუშაობას.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, შევიდეს შესაბამისი ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ვინაიდან, მათი შეფასებით, ამ კუთხით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა.

მიმდინარე აქციის გამო დროებით შეზღუდულია მოძრაობა რუსთაველის გამზირზე. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დასრულდება.
ავტორი: ნიკა საჯაია