loader

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო. ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოხსენების მოსასმენად პარლამენტში იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლები და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები.

გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც პლენარული სხდომა დებატების ფორმატში განახლდება.

პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, ვიცე-სპიკერებს – 10-10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი.

ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური ანგარიში გიორგი მარგველაშვილის ბოლო მოხსენებაა არსებული საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში.