loader

“გირჩის” წევრის დაკავების კადრები - გამოძიება მას კანაფის უკანონო მოყვანას ედავება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გირჩის” წევრის დაკავების კადრები - გამოძიება მას კანაფის უკანონო მოყვანას ედავება

სამართალდამცველებმა პარტია “გირჩის” წევრი ნიკა ობოლაძე დააკავეს. გამოძიება მას ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ან კულტივაციას ედავება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღო. არსებული ინფორმაციით, ნიკა ობოლაძის დაკავება პარტიის ოფისთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმი ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას ცდილობდნენ, რომელსაც ასევე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ედავებოდნენ, რასაც გამოეხმაურნენ პარტია “გირჩის” წევრები და თავად დაკავებული ნიკა ობოლაძე, რომლებმაც სამართალდამცავებს განუმარტეს, რომ ისინიც ფლობდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და უნდა მომხდარიყო მათი დაკავებაც. მტკიცებულებად კი ნიკა ობოლაძემ სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალების შემცველი ერთ-ერთი მცენარე წარუდგინა, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

ობოლაძე გადაყვანილია ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილებაში, სადაც ასევე იმყოფებიან პარტიის ლიდერები, რომელთა ინფორმაციითაც, უცნობია, თუ სად იმყოფება მოქალაქე, რომლის დახმარებასაც პარტიის წევრები ცდილობდნენ. კადრებს on.ge ავრცელებს.