loader

გაიფიცება თუ არა დღეს თბილისის მეტროპოლიტენი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიფიცება თუ არა დღეს თბილისის მეტროპოლიტენი?

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები დღეს აღარ გაიფიცებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ერთობა 2013"-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომელშიც მეტროპოლიტენის 300 თანამშრომელია გაწევრიანებული.

მათი განმარტებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოხდეს კონსენსუსის მიღწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მეტროპოლიტენის თანამშრომლები 30 დღის შემდეგ გაიფიცებიან.
ავტორი: ნიკა საჯაია