loader

მკვლელობა ხაშურში - ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი დაჭრილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა ხაშურში - ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი დაჭრილია

ხაშურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი კი დაჭრილია. სისხლიანი გარჩევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ რძალთან სახლში თანმხლებ პირებთან ერთად, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით მივიდა, სადაც მას ყოფილი რძლის ქმარი და მისი ძმა დახვდნენ. მხარეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ხდება ცნობილი, ჩხუბის დროს ორივე მხარემ ბლაგვი საგნები და ცივი იარაღიც გამოიყენა. დაპირისპირების შედეგად, ყოფილი რძლის სახლში მისული ყოფილი მაზლი გარდაიცვალა, ხოლო ამჟამინდელი ქმარი და ძმა დაჭრილები არიან და საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.