loader

ოქროს ბირჟაზე მომხდარი ძარცვის კადრები - ბრალდებულმა 55 460 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოქროს ბირჟაზე მომხდარი ძარცვის კადრები - ბრალდებულმა 55 460 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა

ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ჩადენილი ძარცვის ფაქტზე დაკავებულ პირს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი კ.ჭ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 2 მაისს, ზუგდიდში, ოქროს ბირჟიდან 55 460 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა კ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში დააკავეს. ნაძარცვი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.