loader

"ძალიან ცუდად ვართ, არავინ გისაყვედურებს" - ოჯახი 15 წლის გოგოს მეორე დღეა ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ცუდად ვართ, არავინ გისაყვედურებს" - ოჯახი 15 წლის გოგოს მეორე დღეა ეძებს

15 წლის მოზარდს, თიკო ნიკოლაძეს ოჯახი მეორე დღეა ეძებს. გოგონას დეიდა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"მეორე დღეა დაკარგულია ჩემი დიშვილი, თიკო (თინათინ) ნიკოლაძე, 15 წლის!!! დილით სკოლაში წავიდა და არ მისულა. მიზეზი არ ვიცით. ეს არის მისი ფოტოები. გუშინ თითქმის ყველა მის მეგობარს გელაპარაკეთ და დაგამატეთ. თუ ვინმემ რამე იცით, გაგვაგებინეთ, ძალიან გთხოვთ! თიკო, თუ ამას ხედავ, დარეკე, გევედრები. ძალიან ცუდად ვართ, არავინ გისაყვედურებს, მხოლოდ შენი გამოჩენა გვინდა. ჩემი ნომერია: 599341424. თუ ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, მომწერეთ. სულ რომ თავდაყირა დავდგე, მზად ვარ. პოლიცია ეძებს, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, საკმარისი არაა. მადლობა წინასწარ" - წერს თიკოს დეიდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

"მშობლები გაშორებულები არიან და გულჩათხრობილია" - რას ამბობს 15 წლის გოგონას დეიდა, რომელსაც 2 დღეა ეძებენ